საზოგადოება

გადაშენების პირას მყოფი სახეობის, საკმლის ხის გამოსახულებიანი საფოსტო მარკა „ევროპა 2021” მიმოქცევაში შევიდა

კრჭანისის ტყე-პარკში
ფოტოგამოფენა გაიმართა
1636448921
დაკოპირებულია

კრწანისის ტყე-პარკში, „საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს მხარდაჭერით, „წითელი ნუსხის” სახეობის, საკმლის ხის 150 ნერგი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში, საფოსტო მარკის „ევროპა 2021“- ის პრეზენტაცია და National Geographic-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენაც გაიმართა.

ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე დაესწრო.

„კრწანისის ტყე-პარკში მოეწყო გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობის, საკმლის ხის კორომი, რომელიც წვლილს შეიტანს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებაში და ვიზიტორებისთვის ტყე-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ.

ახალი საფოსტო მარკა „ევროპა 2021”, რომელზეც გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და ბექობის არწივია გამოსახული, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვიდან შევიდა მიმოქცევაში. საფოსტო მარკის აღნიშნული ვიზუალით დამზადება მიზნად ისახავს ფართო საზოგადოებისთვის საქართველოს ფლორისა და ფაუნის, მათ შორის, გადაშენების პირას მყოფი სახეობების, გაცნობას.

საფოსტო მარკის პრეზენტაციას ორგანიზება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს უწყებამ, „საქართველოს ფოსტამ“ გაუწია. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს „Post Europe“- ის წარმომადგენელი მაირე ლოდი ეწვია.

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თვითონ კრიმინალი მელია სხვებს უწოდებს კრიმინალს. გუშინ ეს ყველაფერი მოისმინეს პოლიციელებმა, მათ ჰქონდათ ღირსეული და ადეკვატური რეაგირება, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, მელია, ისევე როგორც მისი კოლეგები, სამარცხვინო ავანტიურისტია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

1636456768

სსიპ კოლეჯში „მოდუსი“, მარნეულში, 2021 წლის ზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 8 ნოემბერს დაიწყო.

1636456062

ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის სექტორის მონაწილეებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

1636454774

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს.

1636454141
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არის ღირსებ...

„30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. „ქართული ოცნება“ არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას“, - განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კახა კუჭავა - გელა ჩარკვიანის გარდაცვალე...

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი დიპლომატის, პედაგოგის, მწერლის და პუბლიცისტის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს: მადლობას...

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას გიხდით ჩემი მასპინძლობისთვის და საქართველოში ვიზიტის დროს ნაყოფიერი შეხვედრისთვის; ვაფასებ თქვენთან იმ საკითხებზე საუბარს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადამწყვეტ მნიშვნელობას უკავშირდება“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონიდან მიიღო.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლო მოითხო...

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალინდელ პროცესზე მსჯავრდებულის სხდომათა დარბაზში გადაყვანას მოითხოვს.

TOP სიახლეები