რეგიონი

სსიპ კოლეჯში „მოდუსი“ სასწავლო პროცესი დაიწყო

სსიპ კოლეჯში „მოდუსი“
სასწავლო პროცესი დაიწყო
1636456062
დაკოპირებულია

სსიპ კოლეჯში „მოდუსი“, მარნეულში, 2021 წლის ზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 8 ნოემბერს დაიწყო.

სასწავლო წლის დაწყება სტუდენტებს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს.

მარნეულში პროფესიული კოლეჯის მშენებლობის პროექტი საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერითა და ადგილობრივი თვითმმართველობის აქტიური ჩართულობით განხორციელდა.

სასწავლებლის შენობა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის. მოეწყო კომფორტული სასწავლო სივრცეები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და ღია სტადიონი.

კოლეჯი, ადგილობრივი ბიზნესის ჩართულობით, ძირითადად სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო და მომზადება-გადამზადების პროგრამებს განახორციელებს. აღსანიშნავია, რომ ეთნიკურ უმცირესობებს კოლეჯ „მოდუსში“ ქართული ენის მოდულის გავლა შეუძლიათ. აღნიშნული მოდულის გავლის შემდეგ, სტუდენტი სწავლას მის მიერ არჩეულ პროფესიულ პროგრამაზე გააგრძელებს.

სწავლა „მოდუსში“ სახელმწიფოსგან სრულად ფინანსდება.

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თვითონ კრიმინალი მელია სხვებს უწოდებს კრიმინალს. გუშინ ეს ყველაფერი მოისმინეს პოლიციელებმა, მათ ჰქონდათ ღირსეული და ადეკვატური რეაგირება, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, მელია, ისევე როგორც მისი კოლეგები, სამარცხვინო ავანტიურისტია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

1636456768

ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის სექტორის მონაწილეებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

1636454774

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს.

1636454141

„30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. „ქართული ოცნება“ არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას“, - განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

1636453992
„ქართული ოცნების
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

„მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად კარგ მდგომარეობა...

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია.

ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს: მადლობას...

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას გიხდით ჩემი მასპინძლობისთვის და საქართველოში ვიზიტის დროს ნაყოფიერი შეხვედრისთვის; ვაფასებ თქვენთან იმ საკითხებზე საუბარს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადამწყვეტ მნიშვნელობას უკავშირდება“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონიდან მიიღო.

გადაშენების პირას მყოფი სახეობის, საკმლი...

კრწანისის ტყე-პარკში, „საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს მხარდაჭერით, „წითელი ნუსხის” სახეობის, საკმლის ხის 150 ნერგი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში, საფოსტო მარკის „ევროპა 2021“- ის პრეზენტაცია და National Geographic-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენაც გაიმართა.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლო მოითხო...

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალინდელ პროცესზე მსჯავრდებულის სხდომათა დარბაზში გადაყვანას მოითხოვს.

TOP სიახლეები