პოლიტიკა

უკრაინის უმაღლესი რადას 89 დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს მიმართვა გაუგზავნა

უკრაინის უმაღლესი რადა
1636445132
დაკოპირებულია

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატებმა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქვეყნის მესამე პრეზიდენტის და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით მიმართვა გაუგზავნეს.

დოკუმენტში პარლამენტარები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ უკრაინა და საქართველო გაერთიანებულია „ტრადიციულად მეგობრული ურთიერთობებით და დროში გამოცდილი სტრატეგიული პარტნიორობით“, ისინი მადლობას უხდიან საქართველოს ყირიმის პლატფორმის სამიტში ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობისთვის და საერთაშორისო პლატფორმებზე უკრაინის ინიციატივების მხარდაჭერისთვის.

„ჩვენმა ორმა ხალხმა იცის თავისუფლების უმაღლესი ფასი და მზადაა დაიცვას იგი სიცოცხლის ფასად უყოყმანოდ. ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის პრინციპები მტკიცედ არის ფესვგადგმული ჩვენს ცხოვრებაში. ამის გაცნობიერებით, ღრმად ვართ შეშფოთებული უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პატიმრობის ირგვლივ შექმნილი ვითარებით“, - ნათქვამია სახალხო დეპუტატების მიმართვაში.

ისინი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტის უფლებების დაცვა უკრაინის უფლება და ვალდებულებაა, რომელიც 2015 წლიდან უკრაინის მოქალაქეა.

„შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მის სიცოცხლეს ნამდვილად საფრთხე ემუქრებოდა. აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია უმაღლესი კლასის სამოქალაქო კერძო საავადმყოფოში. აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმური უფლებებისა და ინტერესების სათანადოდ დაცვის აუცილებლობით, მოგიწოდებთ: სასწრაფოდ მიაწოდოთ მიხეილ სააკაშვილს მაღალი დონის სამედიცინო მომსახურება, რაც უზრუნველყოფს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას, ასევე მიხეილ სააკაშვილს უნდა შეეძლოს შეუფერხებლად მიიღოს სათანადო სამართლებრივი დაცვა და რაც შეიძლება მიხეილ სააკაშვილი დაბრუნდეს უკრაინაში“, - აღნიშნულია მიმართვის დოკუმენტში.

დოკუმენტს 89 პარლამენტარი აწერს ხელს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

იგი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 39-ე დღეს კრიტიკულად დამძიმდა.

8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

✔️ „რატომ არ გამოდიხართ გარეთ?„ნაცებთან“ არ დგებით? რა უნდა მოხდეს კიდევ რომ გაინძრეთ?“ - ჯაფარიძე

✔️„სააკაშვილის მიმართ საკანშიც ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები“ - ომბუდსმენი

✔️„ვინმეს ილუზია აქვს, რომ ჩვენ გავჩერდებით?“ - ნიკა მელია

✔️„სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️„თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თვითონ კრიმინალი მელია სხვებს უწოდებს კრიმინალს. გუშინ ეს ყველაფერი მოისმინეს პოლიციელებმა, მათ ჰქონდათ ღირსეული და ადეკვატური რეაგირება, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, მელია, ისევე როგორც მისი კოლეგები, სამარცხვინო ავანტიურისტია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

1636456768

სსიპ კოლეჯში „მოდუსი“, მარნეულში, 2021 წლის ზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 8 ნოემბერს დაიწყო.

1636456062

ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის სექტორის მონაწილეებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

1636454774

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს.

1636454141
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არის ღირსებ...

„30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. „ქართული ოცნება“ არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას“, - განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კახა კუჭავა - გელა ჩარკვიანის გარდაცვალე...

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი დიპლომატის, პედაგოგის, მწერლის და პუბლიცისტის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს: მადლობას...

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას გიხდით ჩემი მასპინძლობისთვის და საქართველოში ვიზიტის დროს ნაყოფიერი შეხვედრისთვის; ვაფასებ თქვენთან იმ საკითხებზე საუბარს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადამწყვეტ მნიშვნელობას უკავშირდება“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონიდან მიიღო.

გადაშენების პირას მყოფი სახეობის, საკმლი...

კრწანისის ტყე-პარკში, „საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს მხარდაჭერით, „წითელი ნუსხის” სახეობის, საკმლის ხის 150 ნერგი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში, საფოსტო მარკის „ევროპა 2021“- ის პრეზენტაცია და National Geographic-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენაც გაიმართა.

TOP სიახლეები