პოლიტიკა

„თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებ მედიკამენტებს“ - ელენე ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“
წევრი ელენე ხოშტარია
1636442897
დაკოპირებულია

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ფაქტი იყო არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევა და შეურაცხყოფა, არამედ სისასტიკე, რომელიც ყველა მოქალაქეს შეიძლება მისწვდეს.

„მინდა გამოვეხმაურო იმ უმძიმეს სურათს, რომელიც გუშინ ვიხილეთ, აბსოლუტურად ველური, სასტიკი შურისძიების შესახებ. ვეღარც ვილაპარაკებ კანონდარღვევაზე, რადგან კანონი ამ ხელისუფლებისთვის აღარაფერს ნიშნავს.

მათ არც უფიქრიათ იმაზე, რომ კანონი დაიცვან. ეს ყველაფერი იყო დემონსტრაციულად დიდი სისასტიკით გაკეთებული. ეს სისასტიკე არის სინამდვილეში საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ, შეიძლება დღეს ყველა ვერ იაზრებს, რომ ეს მათ ეხება, ან საკუთარი პოლიტიკური პოზიციის გამო, პირიქით, ჰგონიათ, რომ არ ეხებათ ეს ემოცია, მაგრამ ვხედავთ, რომ სახელმწიფო გახდა სასტიკი და მისთვის არაფერს წარმოადგენს არცერთი ადამიანი და სახელმწიფო ყველაფერს გაგიკეთებს.

გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილი არის ნაცემი და ის ძალის გამოყენებით გადაიყვანეს გლდანის ციხეში. რა თქმა უნდა, ეს გარდა მისი შეურაცხყოფისა, იყო ადამიანების გამოწვევა. ჩვენთვის ეს არ იყო სიურპრიზი, არ ვაპირებთ წუწუნს და ვაი-ვიშს, ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მისი თქმით, მედიკამენტების მიღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.

„რაც შეეხება ჩემი პროტესტის ფორმას, ვთქვი, რომ ვიშიმშილებ მანამდე, სანამ მისი ჯანმრთელობის შესახებ კითხვები არ მოიხსნება. ახლა მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პრობლემა კიდევ უფრო დიდია, ვიდრე მანამდე. ამიტომ, რა თქმა უნდა, არც კი განვიხილავ შიმშილობის შეწყვეტას.

ერთადერთი, პოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა. თუ ჩემი სიცოცხლის პარამეტრებს შეექმნება საფრთხე, მხოლოდ ამ შემთხვევაში მივიღებ გარკვეულ მედიკამენტებს. ახლა მე არ ვიღებ მედიკამენტებს, თუ მე ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს უკვე არის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარი, ამ შემთხვევაში მივიღებ წამლებს. არ ვაპირებ არც სიკვდილს, არც დანებებას, არც ბრძოლის შეწყვეტას, ვაპირებ გამარჯვებას ამ ბრძოლის გზით“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ინფორმაციისთვის, ელენე ხოშტარია პარლამენტში მე-7 დღეა შიმშილობს.

ამ დროის განმავლობაში ელენე ხოშტარია შეუძლოდ ორჯერ გახდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

✔️„რომელ ჭკუათმყოფელ ადამიანს შეიძლება მოსწონდეს ის, რაც მესამე პრეზიდენტის მიმართ გუშინ განხორციელდა“ - ბექა ბასილაია

✔️„სააკაშვილის მიმართ საკანშიც ისმის შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი შეძახილები“ - ომბუდსმენი

✔️„მე არ ვთამაშობ, არ ვხუმრობ, გადაწყვეტილება ჩემი შიმშილობის შესახებ რადიკალურია - ელენე ხოშტარია

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თვითონ კრიმინალი მელია სხვებს უწოდებს კრიმინალს. გუშინ ეს ყველაფერი მოისმინეს პოლიციელებმა, მათ ჰქონდათ ღირსეული და ადეკვატური რეაგირება, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, მელია, ისევე როგორც მისი კოლეგები, სამარცხვინო ავანტიურისტია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

1636456768

სსიპ კოლეჯში „მოდუსი“, მარნეულში, 2021 წლის ზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 8 ნოემბერს დაიწყო.

1636456062

ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის სექტორის მონაწილეებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

1636454774

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს.

1636454141
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არის ღირსებ...

„30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. „ქართული ოცნება“ არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას“, - განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კახა კუჭავა - გელა ჩარკვიანის გარდაცვალე...

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი დიპლომატის, პედაგოგის, მწერლის და პუბლიცისტის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს: მადლობას...

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას გიხდით ჩემი მასპინძლობისთვის და საქართველოში ვიზიტის დროს ნაყოფიერი შეხვედრისთვის; ვაფასებ თქვენთან იმ საკითხებზე საუბარს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადამწყვეტ მნიშვნელობას უკავშირდება“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონიდან მიიღო.

გადაშენების პირას მყოფი სახეობის, საკმლი...

კრწანისის ტყე-პარკში, „საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს მხარდაჭერით, „წითელი ნუსხის” სახეობის, საკმლის ხის 150 ნერგი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში, საფოსტო მარკის „ევროპა 2021“- ის პრეზენტაცია და National Geographic-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენაც გაიმართა.

TOP სიახლეები