პოლიტიკა

„მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია, რადგან იგი ჭამს“ - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge
1636453307
დაკოპირებულია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად კარგ მდგომარეობაშია.

მისივე თქმით, გლდანის ციხეში პატიმრების მიერ აგრესიული დახვედრა განპირობებულია იმით, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს პენიტენციური დაწესებულება არაადამიანური მოპყრობის ბუდე იყო.

„ყველამ მიიღო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად „ფეიკია“ მისი ე.წ. შიმშილობა. ამის ვიდეო მტკიცებულებებიც იხილა საზოგადოებას და ზოგადად ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებას აქვს. როგორი „ფეიკიც“ არის სააკაშვილი, ისეთი „ფეიკია“ მისი შიმშილობაც.

გუშინ ყველამ ისიც დაინახა, რომ ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში მიხეილ სააკაშვილი, ამის მიზეზი არის ის, რომ ის ჭამს. მისი დახვედრა შეიძლება დაკავშირებული იყოს ციხესთან კავშირთან. გლდანის ციხე იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბუდე და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის შემოქმედება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 39-ე დღეს კრიტიკულად დამძიმდა.

8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

✔️ „მანდატები სააკაშვილის მოსანახულებლად და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დასანიშნად გვჭირდება“ - ხატია დეკანოიძე

✔️ „მდგომარეობა, როდესაც მიხეილ სააკაშვილი გონებას დაკარგავს, ძალიან ახლოვდება და მალე მისი სიცოცხლისთვის მოგვიწევს ბრძოლა“ - ადვოკატი

✔️ „სააკაშვილის მიმართ განხორციელებული ქმედებები უთანაბრდება წამების გარკვეულ ხარისხს“ - კახა გოგოლაშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თვითონ კრიმინალი მელია სხვებს უწოდებს კრიმინალს. გუშინ ეს ყველაფერი მოისმინეს პოლიციელებმა, მათ ჰქონდათ ღირსეული და ადეკვატური რეაგირება, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, მელია, ისევე როგორც მისი კოლეგები, სამარცხვინო ავანტიურისტია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

1636456768

სსიპ კოლეჯში „მოდუსი“, მარნეულში, 2021 წლის ზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 8 ნოემბერს დაიწყო.

1636456062

ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის სექტორის მონაწილეებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

1636454774

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს.

1636454141
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არის ღირსებ...

„30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. „ქართული ოცნება“ არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას“, - განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს: მადლობას...

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას გიხდით ჩემი მასპინძლობისთვის და საქართველოში ვიზიტის დროს ნაყოფიერი შეხვედრისთვის; ვაფასებ თქვენთან იმ საკითხებზე საუბარს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადამწყვეტ მნიშვნელობას უკავშირდება“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონიდან მიიღო.

გადაშენების პირას მყოფი სახეობის, საკმლი...

კრწანისის ტყე-პარკში, „საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს მხარდაჭერით, „წითელი ნუსხის” სახეობის, საკმლის ხის 150 ნერგი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში, საფოსტო მარკის „ევროპა 2021“- ის პრეზენტაცია და National Geographic-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენაც გაიმართა.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლო მოითხო...

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალინდელ პროცესზე მსჯავრდებულის სხდომათა დარბაზში გადაყვანას მოითხოვს.

TOP სიახლეები