პოლიტიკა

ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს: მადლობას გიხდით საქართველოში ჩემი ვიზიტის წარმატების უზრუნველყოფისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი, აშშ-ის
თავდაცვის მდივანი ლოიდ
ოსტინი
1636449240
დაკოპირებულია

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას გიხდით ჩემი მასპინძლობისთვის და საქართველოში ვიზიტის დროს ნაყოფიერი შეხვედრისთვის; ვაფასებ თქვენთან იმ საკითხებზე საუბარს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადამწყვეტ მნიშვნელობას უკავშირდება“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონიდან მიიღო.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მაღალ დონეს და „საქართველოს თავდაცვისა და საფრთხის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„თქვენს ქვეყანაში ჩემი ჩამოსვლით დასტურდება შეერთებული შტატების მთავრობის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩემი ვიზიტი მიზნად ისახავდა ასევე ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგასმას, რადგან სწორედ ეს გვეხმარებოდა რეგიონსა და მთელ მსოფლიოში ჩვენი საერთო ინტერესების დაცვასა და წინსვლაში. მადლობელი ვარ ამ პარტნიორობისადმი საქართველოს განუხრელი ერთგულებისთვის; ვიზიტის დროს მქონდა პატივი, პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის სახელით მადლიერება გადმომეცა აშშ-ის და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ ავღანეთში განხორციელებულ სამხედრო ოპერაციებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის.

რადგან „საქართველოს თავდაცვისა და საფრთხის შეკავების უნარის გაძლიერების ინიციატივის“ ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის ვემზადებით უსაფრთხოების სფეროში, ვიმედოვნებ, თქვენი მხარდაჭერა არ მოაკლდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „ინსტიტუციური რეფორმებისა და თავდაცვის ძალების მოდერნიზაციის ძალისხმევის“ განხორციელებისას. ასევე ვიმედოვნებ, რომ თქვენი ჩართულობით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეიძლება არსებით ბერკეტად იქნეს გამოყენებული აღნიშნული ინიციატივის მიზნების რეალიზებისას, რომელზეც დაშენდება საქართველოს ტერიტორიების დაცვის შესაძლებლობები. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას საქართველოში ჩემი ვიზიტის წარმატების უზრუნველყოფისა და აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ლოიდ ოსტინის წერილში.

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თვითონ კრიმინალი მელია სხვებს უწოდებს კრიმინალს. გუშინ ეს ყველაფერი მოისმინეს პოლიციელებმა, მათ ჰქონდათ ღირსეული და ადეკვატური რეაგირება, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, მელია, ისევე როგორც მისი კოლეგები, სამარცხვინო ავანტიურისტია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

1636456768

სსიპ კოლეჯში „მოდუსი“, მარნეულში, 2021 წლის ზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 8 ნოემბერს დაიწყო.

1636456062

ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის სექტორის მონაწილეებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

1636454774

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს.

1636454141
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არის ღირსებ...

„30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. „ქართული ოცნება“ არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას“, - განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

კახა კუჭავა - გელა ჩარკვიანის გარდაცვალე...

„საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი დიპლომატის, პედაგოგის, მწერლის და პუბლიცისტის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა.

გადაშენების პირას მყოფი სახეობის, საკმლი...

კრწანისის ტყე-პარკში, „საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს მხარდაჭერით, „წითელი ნუსხის” სახეობის, საკმლის ხის 150 ნერგი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში, საფოსტო მარკის „ევროპა 2021“- ის პრეზენტაცია და National Geographic-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენაც გაიმართა.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლო მოითხო...

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალინდელ პროცესზე მსჯავრდებულის სხდომათა დარბაზში გადაყვანას მოითხოვს.

TOP სიახლეები