ეკონომიკა
ეროვნული ბანკი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

2021 წლის 9 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

2022 წლის იანვრიდან საჯარო
სამსახურში დასაქმებული
პირებისთვის
გათვალისწინებულია
ხელფასების გაზრდა,
დაახლოებით, 10%-ის ოდენობით

ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გა...

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის გათვალისწინებულია ხელფასების გაზრდა დაახლოებით 10%-ის ოდენობით.

„ეკონომიკა ძალიან მაღალი
ტემპებით იზრდება“

ნათია თურნავა: კოვიდპასპორტების ახალი სისტემის კარგად მუშაობის შემთხვევაში, გვექ...

„კოვიდპასპორტების სისტემის სარესტორნე ბიზნესებზე გავრცელება იმედს მაძლევს, რომ მომავალში, როდესაც დავრწმუნდებით, ახალი სისტემა სწორად მუშაობს, სწორად მიმდინარეობს კონტროლი და არ ხდება მისთვის თავის არიდება, საშუალება გვექნება, რესტორნების სამუშაო საათებთან დაკავშირებული შეზღუდვები შევამსუბუქოთ“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ს ეთერში საუბრისას.

ფინანსთა მინისტრი ლაშა
ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის ძირითადი პარამეტრები წ...

დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსიის ძირითადი პარამეტრები წარადგინა.

ყოველდღიური ვალუტის
კურსი, 10 ივლისი 2020 წ.

ლარი მცირედით გამყარდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1622 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1637 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.15 თეთრი შეადგინა.

ახალგაზრდა ეკონომისტები -
ეროვნული ბანკის კონკურსი
ნიჭიერი სტუდენტების
გამოსავლენად

ახალგაზრდა ეკონომისტები - ეროვნული ბანკის კონკურსი ნიჭიერი სტუდენტების გამოსავლე...

საქართველოს ეროვნული ბანკი ნიჭიერი სტუდენტების მხარდასაჭერად კვლევითი ნაშრომების კონკურსს იწყებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს შეეძლებათ. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

2022 წლის ბიუჯეტის
გადამუშავებულ ვერსიაში
დამატებითი თანხებია
გამოყოფილი ჯანდაცვის
მიმართულებით რამდენიმე
ახალი პროგრამისთვის

ლაშა ხუციშვილი: 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში დამატებითი თანხებია გა...

2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში, 75,4 მლნ ლარითაა გაზრდილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი Pia.ge

ირაკლი ღარიბაშვილი: წელს ევროპის მასშტაბით უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს,...

„9 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა 11,3%-ია, წლის ბოლომდე მინიმუმ 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, მთლიანი შიდა პროდუქტი კი ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 5500$ შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში მეტი სახსრები გაგვიჩნდება, მეტი შემოსავალი გაგვიჩნდება და მეტ პროექტებს დავაფინანსებთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თსუ-ს „ანალიზისა და
პროგნოზირების ცენტრის“
ხელმძღვანელი

ვახტანგ ჭარაია: 2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას პრემიერის მიერ გაკეთებული განცხად...

„2022 წლის ბიუჯეტის წარდგენისას პრემიერის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ წელს შეიძლება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რეალისტურია. მართალია სულ რამდენიმე დღის წინ EBRD-მ საქართველოსთვის ეს მაჩვენებელი 7.5 პროცენტზე იწინასწარმეტყველა, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ „საქსტატმა“ წინა თვეების და კვარტლების წინასწარი მონაცემები დააზუსტა და გაზარდა, შესაბამისად 10%-იანი ზრდაც ადეკვატურია,” - განაცხადა თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ ჭარაიამ.

ეკონომიკის ექსპერტი
იოსებ არჩვაძე

სოსო არჩვაძე: 2022 წლის მაკროეკონომიკური ინდიკატორების პარამეტრები აბსოლუტურად რ...

„2022 წლის მაკროეკონომიკური ინდიკატორების პარამეტრები აბსოლუტურად რეალისტურია და პოლიტიკური პროცესების მშვიდ გარემოში წარმართვის პირობებში, შეიცავს მათი გადაჭარბების საკმაოდ მაღალ პოტენციალს“, - ამის შესახებ თავის ეკონომიკის ექსპერტი სოსო არჩვაძე აცხადებს.

შიდა ტურიზმი იხსნება

იანვარ-სექტემბერში საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 866 მილიონი დოლარის შე...

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალი 161 862 751 აშშ დოლარს შეადგენს (ზრდა +933%), რაც 2020 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 146 187 024 დოლარით მეტია. 2019 წლის სექტემბერთან შედარებით კი, კლება -156 770 174 დოლარს შეადგენს (კლება -49%).

ქვეყნის განვითარების
სწორმა ხედვამ გვაქცია
რეგიონში აშშ-ის მთავარ
სტრატეგიულ პარტნიორად

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ვარაუდით, წელს გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა

ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ კორექტირებული ბიუჯეტი, გადამუშავებული ვერსია, თუმცა ნოემბერში, ჩვენ კიდევ ინტენსიურად ვიმუშავებთ სამინისტროებთან, უწყებებთან და თვის ბოლოს საბოლოო ვერსიას წარვადგენთ პარლამენტში, მანამდე გვაქვს ეს პერიოდი, რომ პარლამენტთან და დეპუტატებთან ვითანამშრომლოთ აქტიურად და საბოლოო ვერსიაზე შევჯერდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის
მოადგილე

მარიამ ქვრივიშვილი: EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, საქართველოში, 2019...

საჰაერო მიმოსვლის აღდგენის დინამიკით საქართველოს, EUROCONTROL-ის წევრ სახელმწიფოებს შორის, ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს მთავრობასა
და გერმანიის ფედერაციული
რესპუბლიკის მთავრობას
შორის ფინანსური
თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინა...

დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ჰუბერტ კნირშმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ფინანსური თანამშრომლობის შესახებ (2020). ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველო იქნება
რეგიონში ერთ-ერთი პირველი
ქვეყანა, რომელიც
გერმანელი პარტნიორების
მხარდაჭერით მწვანე
წყალბადის მომავლის
ტექნოლოგიას რეალობად
აქცევს

ნათია თურნავა: საქართველო იქნება რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გერმ...

საქართველოში მწვანე წყალბადის პოტენციალის შესწავლა იწყება. ამ მიზნით, დღეს ხელი მოეწერა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გერმანიის განვითარების ბანკს (KfW) შორის განზრახულობათა დეკლარაციას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ვალუტა, ლარის კურსი

ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი

სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 5 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.1637 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1631 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -0.06 თეთრი შეადგინა.

ექსპერტი ეკონომიკის
საკითხებში გიორგი
ცუცქირიძე - Pia.ge

გიორგი ცუცქირიძე: ფაქტია, საპენსიო საკითხების გააქტიურება იყო პოპულისტური და წინ...

ეკონომიკის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ცუცქირიძე „ბანკები და ფინანსებთან“ აცხადებს, რომ მიუხედავად რთული პოლიტიკური მოცემულობისა, ერთ-ერთი მთავარი საკითხი არის ეკონომიკური და სოციალური საკითხების აქტუალიზაცია.

TOP სიახლეები