ანალიტიკა

„აქციები შედეგს არ გამოიღებს, ეს ფუჭი გასროლაა, სააკაშვილის ოპოზიციურობა ხელისუფლებას ხელს აძლევს“ - ვახტანგ ძაბირაძე

ექსპერტი საერთაშორისო
საკითხებში
1636449873
დაკოპირებულია

„თუ ვინმეს არ აძლევს ხელს მიხეილ სააკაშვილის ცუდად დასრულებული პროცესი, ეს არის „ქართული ოცნება“. ის, რომ დღეს „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ძალაუფლებას, უპირველეს ყოვლისა, „ნაციონალური მოძრაობისა“ და პირადად სააკაშვილის უდიდესი დამსახურებაა“, - აღნიშნულ საკითხზე Pia.ge-სთან პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა ექსპრეზიდენტის სიცოცხლე უზრუნველყოფილი იყოს.

„როდესაც ოპოზიცია ლაპარაკობს, რომ ხელისუფლებას მიჰყავს საქმე იქითკენ, რომ ფატალური შედეგი მიიღოს, მგონია, რომ ეს ყოველგვარი ლოგიკის ფარგლებს სცილდება და არასწორი შეფასებაა, რადგან სააკაშვილის ფაქტორი, და ეს 7 ნოემბრის აქციითაც დადასტურდა, ისევ მუშაობს. სააკაშვილის ოპოზიციურობა ხელისუფლებას ხელს აძლევს და ეს ამ არჩევნებზეც დადასტურდა. რაც შეეხება გადაყვანას ერთი პენიტენციური სისტემიდან მეორეში, ექიმებმა მისცეს ასეთი რეკომენდაცია და, რა თქმა უნდა, გადაიყვანეს. არავინ არ გადაიყვანდა მას კერძო კლინიკაში იმიტომ, რომ კერძო კლინიკაში შესაძლოა ყოფილიყო უამრავი ფაქტორი, რომელიც გაამწვავებდა პოლიტიკურ სიტუაციას. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ სააკაშვილის სიცოცხლე იყოს უზრუნველყოფილი, ამაში ვარ დარწმუნებული“, - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ.

Pia.ge-ს კითხვაზე, თუ რა შედეგი მოჰყვება ოპოზიციის აქციებს, პოლიტოლოგმა უპასუხა, რომ ისინი ერთ წრეზე მიდიან და რეალური გეგმის გარეშე მიზანს ვერ მიაღწევენ.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი მიდიან ისევ იმ წრეზე, რა წრეზეც ეს 9 წელი დადიოდნენ. კარგა ხანია, არ მოუტანია ამ პერმანენტულ აქციებს შედეგები და ოპოზიცია იმეორებს ისევ და ისევ იგივეს. ჩემი აზრით, ამ აქციებიდან შედეგი არ იქნება, ეს დაადასტურა გუშინდელმა აქციამაც და მგონია, რომ ეს არის ფუჭი გასროლა. ოპოზიციას სჭირდება, ძალიან მშვიდად და ცივი გონებით შეადგინოს გეგმა და ეს გეგმა უნდა იყოს გათვლილი არა ერთ და ორ თვეზე, შესაძლოა წლებზეც, ამიტომ თანმიმდევრულად უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნები იქნება თუ რიგითი საპარლამენტო არჩევნები, შეხვდეს უფრო მომზადებული და რაც მთავარია, თუ „ნაციონალურ მოძრაობას“ სურს, რომ მიიზიდოს ნეიტრალური ამომრჩეველი, მან უნდა აჩვენოს მათ, რომ ის არ გაიმეორებს იმას, რასაც იმ 9 წლის განმავლობაში აკეთებდა. ეს არის გრძელი გზა, რეალური გეგმის გარეშე ისევ იქნება სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ფაქტორი და ისევ იქნება იგივე შედეგი. თუ „ქართული ოცნება“ შესაბამის შედეგს ვერ დააფიქსირებს, გამოჩნდება რაღაც ძალა, რომელთან ერთადაც იგი შეძლებს უმრავლესობის მოპოვებას. ეს თითქოს იმდენად მარტივი რამაა, მაგრამ, როგორც ჩანს, ოპოზიციას არ სჯერა ამ სიმარტივის“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში პირველ ოქტომბერს დააკავეს.

სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან ამ დრომდე შიმშილობს.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის 39-ე დღეს კრიტიკულად დამძიმდა.

8 ნოემბერს, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ სააკაშვილი გლდანის N18 ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამავე თემაზე:

✔️ „სააკაშვილმა 40 დღე იმარხულა, აღსარება ჩააბარა და მიიღო წმინდა ზიარება“ - მეუფე ნიკოლოზი

✔️ „თქვენ გგონიათ, ის ადამიანები ვართ, ყოფილი პრეზიდენტის ან რომელიმე ადამიანის ციხეში შიმშილი რომ უხარია?“ - ქადაგიშვილი

ექსპრეზიდენტი მიხეილ
სააკაშვილი

სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძ...

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„თვითონ კრიმინალი მელია სხვებს უწოდებს კრიმინალს. გუშინ ეს ყველაფერი მოისმინეს პოლიციელებმა, მათ ჰქონდათ ღირსეული და ადეკვატური რეაგირება, რისთვისაც მათ კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო, მელია, ისევე როგორც მისი კოლეგები, სამარცხვინო ავანტიურისტია“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

1636456768

სსიპ კოლეჯში „მოდუსი“, მარნეულში, 2021 წლის ზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესი 8 ნოემბერს დაიწყო.

1636456062

ფარმაცევტული ბაზრის დარეგულირების მიზნით აქტიური შეხვედრები დაიწყება, მათ შორის სექტორის მონაწილეებთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან, ირაკლი ლექვინაძესთან შეხვედრისას განაცხადა.

1636454774

პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა. კობახიძემ განაცხადა, რომ გუშინ ერთ-ერთ თათბირზე ელენე ხოშტარიას მოწამვლის სცენარი განიხილეს.

1636454141
„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე Pia.ge

ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნება“ არის ღირსებ...

„30 ოქტომბერს დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და არჩევნებთან ერთად, დასრულდა რადიკალური ოპოზიციის ამბიციაც, დაებრუნებინა ძალაუფლება და აღედგინა ძალადობასა და სიცრუეზე დაფუძნებული რეჟიმი საქართველოში. „ქართული ოცნება“ არის ღირსების, თავისუფლებისა და მშვიდობის გარანტი ამ ქვეყანაში და არავის მივცემთ მისი წარსულში დაბრუნების შესაძლებლობას“, - განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

ლოიდ ოსტინი ირაკლი ღარიბაშვილს: მადლობას...

„ბატონო პრემიერ-მინისტრო! მადლობას გიხდით ჩემი მასპინძლობისთვის და საქართველოში ვიზიტის დროს ნაყოფიერი შეხვედრისთვის; ვაფასებ თქვენთან იმ საკითხებზე საუბარს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების გადამწყვეტ მნიშვნელობას უკავშირდება“, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის ოფიციალურ წერილში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პენტაგონიდან მიიღო.

გადაშენების პირას მყოფი სახეობის, საკმლი...

კრწანისის ტყე-პარკში, „საქართველოს ფოსტის" ინიციატივითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტოს მხარდაჭერით, „წითელი ნუსხის” სახეობის, საკმლის ხის 150 ნერგი დაირგო. ღონისძიების ფარგლებში, საფოსტო მარკის „ევროპა 2021“- ის პრეზენტაცია და National Geographic-ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენაც გაიმართა.

ადვოკატის განცხადებით, სასამართლო მოითხო...

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალინდელ პროცესზე მსჯავრდებულის სხდომათა დარბაზში გადაყვანას მოითხოვს.

TOP სიახლეები